ვიდეოფაილები

четверг, 31 мая 2012 г.

ზღაპრებით თერაპია

    ძველ დროში, თანამედროვე ფსიქოთერაპიამდე, ადამიანები თავს იყრიდნენ კოცონის გარეშემო და ერთმანეთს ზღაპრებს უამბობდნენ, ამგვარად იქმნებოდა ახლობლური და კომფორტული ატმოსფერო. ზღაპრის მოყოლა იყო უძველესი ფსიქოთერაპია, უძველესი გამოყენებითი ფსიქოლოგია. ზღაპრებში ჩვენ ვხვდებით ყველა ნიღაბს ჩვენი პიროვნების, ვეცნობით ადამიანის სულის ასპექტებს, მის ყოველივე შესაძლებლობას, ამასთან ერთად ყოველ ზღაპარში ჩადებულია ძლიერი პოტენციალი : არის ამოცანა და არის მისი გადაწყვეტის ვარიანტები, სიძნელეები და ჯადოსნური დახმარებები, ბედნიერება და სიყვარული, შესაბამისად ბავშვები თავდაპირველად სწორედ ზღაპრების მეშვეობით ეცნობიან გარესამყაროს, დადებით და უარყოფით შემთხვევებს თუ პიროვნებებს, უყალიბდებათ პირველი შეხედულებები, სწავლობენ და უყვართ ზღაპრები. ფსიქოლოგები აკვირდებიან მოზრდილთა ზღაპრის საყვარელ გმირებს და ერკვევიან მათ ხასიათში, ხშირ შემთხვევაში ადამიანების საყვარელი ზღაპრის გმირის ისტორია რაღაცით ჰგავს  მათ  ცხოვრებას... ზღაპრებით თერაპია არტ–თერაპიის ერთ–ერთი სახეა. ესაა თერაპიის მეთოდის, როდესაც ბავშვები და მოზრდილები იგონებენ ზღაპრებს, ბრუნდებიან ბავშვობაში. ზღაპრით შეიძლება გარკვევა პიროვნებაში, რითი ცხოვრობს ის ახლა, რას განიცდის. ე.ი. ზღაპარებით თერაპიას აქვს ორი მიზანი :1.დიაგნოსტიკური, 2.თერაპიული. ერთი მხრივ,  თქვენს მიერ დაწერილი ზღაპარი, ფსიქოლოგს ეხმარება, დაინახოს რა პრობლემაა პიროვნებაში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო, მეორე მხრივ, თქვენს მიერ დაწერილი ზღაპარი გაახლოვებთ თვითგანკურნებისკენ, ზღაპარებით თერაპიის საშუალებით სწრაფად ამარცხებთ სტრესს, წყენას, რომელიც გაწუხებთ და გაფერხებთ. ზღაპარებით თერაპიას სხვადასხვა სახის მეთოდები აქვს და მხოლოდ ზღაპრის გამოგონებით არ შემოისაზღვრება, ესენია: 
  • მსჯელობა არსებულ ზღაპარზე
  • ზღაპრის დაწერა დამოუკიდებლად
  • უკვე დაწერილი ზღაპრის ინსცენირება ( მაგ. თოჯინების თეატრის სახით)
    ამგვარად, თერაპევტი ქმნის სათანადო პირობებს, ჩვენ ვმუშაობთ ზღაპარზე, ვააშკარავებთ ჩვენს ცხოვრებისეულ სიძნელეებს თუ პიროვნულ პრობლემებს და და ამ მეთოდის დახმარებით ვპოულობთ გამოსავალს და ფსიქიკურ წონასწორობას ვიბრუნებთ...

Комментариев нет:

Отправить комментарий