ვიდეოფაილები

четверг, 17 мая 2012 г.

რა არის არტ თერაპია?

     არტ თერაპია დიაგნოსტიკური სამკურნალო მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს გამოხატოს საზოგადოებისათვის მიუღებელი და აგრესიული განცდები , სოციალურად მისაღები ფორმით, ხელოვნების საშუალებებით: ხატვით, ძერწვით, ფოტოგრაფიით, ფერით და ა. შ. ს  არტ–თერაპიული მიმართულებებია: ხატვითი თერაპია, ფოტოთერაპია, ზღაპრითი თერაპია, ე.წ. ცოცხალი სკულპტურის მეთოდი, ნიღბების მეთოდი, დრამოთერაპია, მუსიკათერაპია, ფერებით თერაპია, ქორეოგრაფიო თერაპია, ერგოთერაპია და სხვა. თითოეული მეთოდი ტექნიკათა ფართო არსენასლ მოიცავს.
      არტ–თერაპიული მეთოდები გამოიყენება ფსიქოთერაპიის, ფსიქოფროფილაქტიკის,  ფსიქორეაბილიტაციისა და ტრენინგის მიზნით.
      მისი საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესის და პოსტტრამვული სიმპტომების მოხსნა, თვითგამორკვევა, არაცნობიერის გაცნობიერება, ასევე ურთიერთობების დარეგულირება ადამიანებს შორის და კრეატულობის განვითარება.
      არტ თერაპიას არ გააჩნია უკუჩვენებები. ის გამოიყენება ყველა ასაკში, ერთნაირად ეფექტურია ყველა ადამიანთან (კლინიკურ თუ არაკლინიურ შემთხვევებთან) განურჩევლად მათი უნარებისა, ინტერესებისა და ღირებულებებისა. აქ მონაწილეობა შეუძლია მათაც, ვისაც არ აქვს შეხება ხელოვნებასთან, რადგან არტ თერაპიაში მთავარი არის შემოქმედებითი პროცესი და არა პროდუქტი, ამიტომ ის არ ფასდება ხარისხობრივად ან ესთეტიურობის მიხედვით. ეს კიდევ უფრო ზრდის თავისუფლებას მოანწილეებში მათი აზრების, ემოციების და გრძნობების გამოხატვისას.
         ასევე ხდება გარკვეული როლების გათამაშება. ართტთერაპია უპირატესად ჯგუფური მუშაობის მეთოდია. ჯგუფის წევრები ხატავენ ან ძერწავენ საკუთარ თავს, მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. თავის მტკივნეულ განცდებს. შემდეგ კი ხდება ყოველივე ამის განხილვა ჯგუფში. ეს ერთისმხრივ განმუხტვაა, მეორეს მხრივ კი განცდების გაზიარების საშუალება. არტთერაპიას აქვს ასევე ერთი მნიშვნელოვანი თვისება: ის ხელს უწყობს მტკივნეული განცდის ან წარმოდგენის “გარეთ გამოტანას” ანუ პრობლემა გადაიტანება ფურცელზე ან ნაძერწში ან ფოტოფირზე, რაც ხელს უწყობს პაციენტის დისტანცირებას მასთან. ადამიანი თავის პრობლემას თითქოს გვერდიდან უყურებს და უფრო უადვილდება მისი გადაწყვეტა, რათგან პრობლემა უკვე ნაკლებადაა დამუხტული ემოციებით. ჭარბი ემოციები კი ხშირად ხელს უშლიან ობიექტურ ხედვას.
          მგვარი პროცედურების ჩატარება მკაცრად ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, რათგან შაბლონურად მათმა გამოყენებამ შესაძლოა პაციენტის მდგომაერეობის გაუარესება გამოიწვიოს. მაგალითად, თუ ის ჯერ მზად არაა ამა თუ იმ ემოციის გამოხატვისთვის. ასევე დადებითად მოქმედებს ადამიანზე როდესაც ის ხედავს რომ სხვები ღებულობენ მის განცდებს, თბილად ეპყრობიან მათ. რომ სხვებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები. გარდა ამისა არტთერაპიაში არის შემოქმედებითი მიდგომა. ადამიანი აქტიურად ერთვება საკუთარი პრობლემის გადაწყვეტაში და მოქმედებით (გამოხატვით, გათამაშებით და ა.შ.) ცვლის მას.

Комментариев нет:

Отправить комментарий