ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც განუცდია ფსიქოლოგიური აშლილობის სიმპტომები, რაც გამოიხატება ზედმეტ ნერვიულობაში, ფობიებში, შიშებში, უმიზეზო დათრგუნვებსა თუ შეშფოთებებში, თვითმკვლელობაზე ფიქრში თუ პრობლემისაგან თავის დაღწევის მიზნით ალკოჰოლის თუ ნარკოტიკის მოხმარებაში... ფსიქოლოგიური აშლილობა ანუ ფსიქოპათოლოგიური ფუნქციონირება გულისხმობს დარღვევებს ემოციურ, ქცევით ან აზროვნების პროცესში, რასაც თან სდევს პიროვნების დისტრესი ან მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის შესაძლებლობების ბლოკირება. (1.604–ე გვ.)

ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ მრავალგვარი თერაპია არსებობს. მრავალი მიზეზის გამო ესაჭიროება ადამიანს პროფესიონალის დახმარება. სხვადასხვაგვარია თერეაპიის მიზნები, მეთოდები, ის გარემო, სადაც თერაპია ხორციელდება და თავად თერაპევტებიც და ეს ყოველივე ემსახურება პიროვნული კონტროლის აღდგენას და ადამიანის ფუნქციონირების გარკვეული მიმართულებით შეცვლას. თერაპიული პროცესი შეიძლება ოთხ ძირითად მიზანს მოიცავდეს: 1. პრობლემური მომენტების დიაგნოსტირება– არსებული პრობლემისათვის სათანადო ფსიქიატრიული კატეგორიის განსაზღვრა. 2. სავარაუდო ეტიოლოგიის დასახელება– აშლილობის შესაძლო მიზეზების და სიმპტომთა ფუნქციების იდენტიფიცირება. 3. პრობლემის შემდგომი განვითარების პროგნოზირება, ანუ შეფასება მკურნალობის შემთხვევაში და მკურნალობის გარეშე. 4.მკურნალობის გარკვეული ფორმების შერჩევა და განხორციელება, რითაც შემცირდება ან გაქრება შემაწუხებელი სიმპტომებიც და თუ მოხერხდა მათი გამომწვევი მიზეზებიც მოისპობა.( 1.654–655გვ)
ამრიგად, ფსიქიკური აშლილობებისგან თავის დაღწევის მიზნით ადამიანები მიმართავენ თერაპიას და საჭიროების მიხედვით სხვადასხვა სახის თერაპევტს.

ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ მრავალგვარი თერაპია არსებობს. მრავალი მიზეზის გამო ესაჭიროება ადამიანს პროფესიონალის დახმარება. სხვადასხვაგვარია თერეაპიის მიზნები, მეთოდები, ის გარემო, სადაც თერაპია ხორციელდება და თავად თერაპევტებიც და ეს ყოველივე ემსახურება პიროვნული კონტროლის აღდგენას და ადამიანის ფუნქციონირების გარკვეული მიმართულებით შეცვლას. თერაპიული პროცესი შეიძლება ოთხ ძირითად მიზანს მოიცავდეს: 1. პრობლემური მომენტების დიაგნოსტირება– არსებული პრობლემისათვის სათანადო ფსიქიატრიული კატეგორიის განსაზღვრა. 2. სავარაუდო ეტიოლოგიის დასახელება– აშლილობის შესაძლო მიზეზების და სიმპტომთა ფუნქციების იდენტიფიცირება. 3. პრობლემის შემდგომი განვითარების პროგნოზირება, ანუ შეფასება მკურნალობის შემთხვევაში და მკურნალობის გარეშე. 4.მკურნალობის გარკვეული ფორმების შერჩევა და განხორციელება, რითაც შემცირდება ან გაქრება შემაწუხებელი სიმპტომებიც და თუ მოხერხდა მათი გამომწვევი მიზეზებიც მოისპობა.( 1.654–655გვ)ამრიგად, ფსიქიკური აშლილობებისგან თავის დაღწევის მიზნით ადამიანები მიმართავენ თერაპიას და საჭიროების მიხედვით სხვადასხვა სახის თერაპევტს.

Комментариев нет:
Отправить комментарий