როგორ სვამს არტ–თერაპევტი დიაგნოზს? ამ მეთოდთან დაკავშირებით ალბათ პირველ რიგში ყველა დაინტერესებულ პირს ეს კითხვა ებადება.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელოვნებით თერაპიით დაინტერესება თავიდან ფსიქიატრებმა დაიწყეს. ერთ–ერთი ისტორიის მიხედვით, აკვირდებოდნენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს და აღმოაჩინეს, რომ მათ გამოჯანმრთელებასა და ემოციის დაბალანსებაში ძალიან ეხმარებოდათ ხელოვნება, რომელში ჩართვის ძლიერი სურვილიც თავად აღმოუცენდებოდათ ხოლმე კლინიკაში მოთავსებისას. დაისვა ასეთი შეკითხვა, თუკი მათ აღმოუცენდებათ სურვილი, რომ ხელოვნების რომელიმე დარგი გააქტიურონ და ეს შემდეგ მათ გვრის შვებას, რატომ არ შეიძლება იგი გამოყენებულ იქნას სამედიცინო მიზნით და მივიღოთ როგორც სამკურნალო საშუალება? შემდეგ აწარმოეს დაკვირვება პატიმრებზე და სხვადასხვა მიზეზის გამო სხვადასხვა სახის იზოლაციაში მყოფ ადამიანებზე, ე.ი. ძირითადი სამკურნალო დატვირთვის მინიჭება ხელოვნებისათვის დაიწყეს სწორედ ფსიქიატრებმა,ანუ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებმა და შესაბამისად ,ისინი, ამ აქტივობების შედეგზე ახდენდნენ ორიენტირებას და ფსიქოდიაგნოსტირებაშიც ხელოვნების ჩართვა მათივე სტიმულირებულია. შემდეგ ამ საქმიანობაში ჩაერთვნენ ფსიქოლოგები, რომლებიც ხელოვნებაში აქენტირებას აკეთედნენ სწორედ პროცესზე. რა ემართება ადამიანს, როდესაც იგი ხელოვნებით აქტივობს და არა მხოლოდ შეფასებას ექცევა ყურადღება, მაალითად, რა დახატა და როგორ დახატა. ყველა ნახატი არ არის ტესტური, მხოლოდ სხვა და სხვა ფსიქოლოგიური ტესტირების ფონზე, მიზანმიმართული ხატვითი თუ სხვა ხელოვნებითი აქტივობების შედეგებზე დროში ხანგრძლივი დაკვირვება იძლევა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. როდესაც საქმე ეხება პროფესიონალურ დიაგნოსტირებას და დიაგნოსტირებას ნახატების მეშვეობით, ( და არა მარტო ნახატების), მას შეიძლება თერაპევტთან რამდენიმე შეხვედრა დასჭირდეს დიაგნოსტირებისთვის, ამას შემდეგ კი მოჰყვეს სეანსების მთელი რიგი, რომელთაც თერაპიული გავლენა აქვთ. ხელოვნებით თერაპია არის დამხმარე დიაგნოსტიკური საშუალება და არა წამყვანი და ერთადერთი, და მის ფსიქოდიაგნოსტიკურ საშუალებად გამოყენებას გარკვეული დრო, მიზანზე ორიენტირებული აქტივობა ესაჭიროება. ძირეული დიაგნოსტირება და ჩამოყალიბება ფსიქოპორტრეტის არ არის მხოლოდ არტ–თერაპიით შესაძლებელი, და მით უმეტეს სპონტანურად და ერთჯერადი აქტივობით, ამგვარად გვპასუხობენ ფსიქოლოები და ფსოქოთერაპევტები.
რაც შეეხება თერაპიის მეთოდებს, ხელოვენებით თერაპიის შემთხვევაში განსხვავებულია მიდგომა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან, გასათვალისწინებელია პაციენტის სოციალური გარემოცვაც, მისი მიდრეკილებები, ხასიათის პიროვნეული თავისებურებები, შეიძლება ინდივიდუალური მუშაობა უფრო შესაფერისია, ვიდრე ჯგუფური ან ზოგჯერ სასრგებლოა ამ ორი მიდგომის ერთმანეთში მონაცვლეობა. იმდენად რამდენადაც ხელოვნება არის ძალიან ფართო შესაძლებლობების, იგი ძალიან ბევრ პრობლემატიკას სრულად შველის ან იძლევა მნიშვნელოვან შვებას, შემსუბუქებას,ამიტომაც არის ხელოვნებით თერაპია როგორც დამხმარე საშუალება, ასევე დამოუკიდებელი დარგი. თავისთავად, ხელოვნებაში ჩართვა არის განმუხტვის საშუალება და განმუხტვა ნიშნავს ემოციური და რაციონალური ბალანსის აღდგენას ადამიანში, ხოლო ბალანსის აღდგენა ყველა პიროვნებაში იწვევს სიმშვიდეს და ჰარმონიისკენ სვლას და ეს არის ყველაზე მთავრი ეფექტი, ფსიქოდიაგნოსტირების საშუალებად ერთ ნახატის ანალიზი, რასაკვირველია, არ არის პროფესიული მიდგომა, ფსიქოტერაპევტმა იცის რა მიმართულება მისცეს პაციენტის შემოქმედებით პროცესს, რა ახატვინოს, რა სახის მუსიკა შეურჩიოს, რასა აქვს თერაპიული გავლენა, ამას ცხადია, სჭირდება კომპეტენცია, განათლება და პროფესიული ცოდნა . ჩაიარა თუ არა ამა თუ იმ სეანსმა წარმატებით დგინდება ე.წ. სოციომეტრული მეთოდი, რომელიც ეკუთვნის ჯეიკობ მორენოს, მას შემდეგ, რაც ჯგუფთან იმუშვებს არტ–თერაპევტი „იზომება ჯგუფი“, თუ არის შთაბეჭდილებათა გაცვლა და უკეთესობისკენ სვლა, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩათვალოს, რომ მიზანი არის მიღწეული. თუმცა, მარტო ეს არ კმარა. როდესაც საინტერესოა პიროვნულ დონეზე ცვლილებები, მაშინ ტარდება ტესტების მთელი პლეადა. მანამდე უნდა იკვლიონ ადამიანის ინტერესები, მისი ნევროტული შფოთვის დონე და ჩატარებული ტესტები საშუალებას იძლევა გაიზომოს თერაპევტის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა.
ხელოვნებითი თერაპიის ზემოქმედების შედეგად ხდება თვითგანკურნების ძალების გაძლიერება (რეგენერაცია, თვითგანვითარება, გარდაქმნა), საკუთარი თავის ღირსების შეგრძნება "მე" -ს ძალების გააქტიურება.
ხელოვნებით თერაპიაში ხატვა და პლასტიკური ფორმირება (ძერწვა) ინიშნება ფსიქო-სომატური და ფსიქიკური დაავადებების, ქრონიკული ანთებების, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების, ენდოკრინული დარღვევების დროს.
არ არის აუცილებელი პაციენტმა "იცოდეს" ხატვა ან ძერწვა.თერაპიული სავარჯიშოები ინიშნება ექიმის მიერ, პაციენტის დიაგნოზისა და ინდივიდუალობის გათვალისწინებით. ქრონიკულად დაავადებულ და განვითარება შეფერხებულ პაციენტთა შემთხვევაში მკურნალობის პროცესი წარიმართება ხანგრძლივად და კურსობრივად.
ხელოვნებითი თერაპია შეიძლება ჩატარდეს: ამბულატორიაში, კლინიკაში, სანატორიუმში, მოხუცებულთა სახლში, სკოლაში, საბავშვო ბაღში და ბინაზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий