ხელოვნება, როგორც ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი, შემოქმედის შინაგანი რაობის გამომხატველია, ამასთანავე შემოქმედებას სულიერი თავისუფლება უსწრებს წინ, ამდენად შემოქმედება გადალახვაა დადგენილი საზღვრების, ახალი რეალობის შექმნაა და ცხოვრებასა და სამყაროში ცვლილების შეტანის პროცესია და ცხადია, მას ამოძრავებს თვითგამოხატვის იმპულსიც. შემოქმედებითი აქტი უეჭველად გვამცნობს საკუთარი თავის შესახებ, მან აუცილებლად უნდა გახსნას საკუთარი არსი და გამოსახოს იგი სიტყვით, ფერით, ბგერით... აი თუნდაც ყველასათვის ნაცნობი ქართული–ხალხური ლექსიდან : ,,ლექსო ამოგთქომ ოხერო, მერე თუ გინდა ვკვდებოდე''.
სანამ უშუალოდ ''არტ–თერაპიაზე'' დავიწყებდეთ საუბარს, მოდით, გადავხედოთ ფსიქოლოგთა რჩვებს, რას გვთავაზობენ ისინი დაღლილობისაგან, სტრესისგან, შიშისგან, დაძაბულობისგან თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემებისგან თავის დასაღწევად. სიმშვიდის და წონასწორობის აღდგენას დამოუკიდებლადაც შევძლებთ, ხელოვნებით თერაპიით:
1. შექმენით სპონტანური ნახატი. დაჯექით წნარად, მშვიდად, გამორთეთ მობილური ტელეფონი, ჩააქრეთ შუქი, დახუჭეთ თვალები, მოდუნდით და დაიწყეთ ფიქრი, თუ რა გაწუხებთ (5–7 წთ). შემდეგ დაიწყეთ ხატვა, დამორჩილდით ხელის მოძრაობას, შედეგად ყველაფერი უნდა აღმოჩნდეს ქაღალდზე, შემდეგ დაისვენეთ და აანთეთ შუქი, გააანალიზეთ ნახატი, რა ასოციაციას გამოიწვევს თქვენში. ამ საშუალებით თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ რაღაც დამალული, უხილავი და ამის შეგრძნების შემდეგ იგრძნობთ სიმსუბუქეს.
2.დახატეთ თქვენი სიხარული. გამოიყენეთ ბევრი ფერადი ფანქარი, ფლომასტერი, მთავრია თავს გრძნობდეთ მშვიდად, ხატვის პროცესში ხდება აქტივიზაცია პოზიტიური პოტენციალის, რომელიც გაგიუმჯობესებთ განწყობილებას.
3. მოახდინეთ თქვენი ოცნების რეალიზება. გაქვთ გეგმები, მისწრაფებები, მიზნები, მაგრამ ვერ ახერხებთ რეალიზებას, ცუდი არის ის, რომ რაც უფრო გადადებთ, მით უფრო მძფრდება თქვენი განწყობა. მაშინ დახატეთ თქვენი სურვილი ან ამოჭერით საიდანღაც, მიაკარით თვალსაჩინო ადგილას და რამდენიმე დღეში, თქვენ, უკვე დაიწყებთ განხორციელებისთვის ადეკვატური გზის მოძებნას.
4.გაანადგურეთ თქვენი პრობლემა. როცა გაწუხებთ რაღაც პრობლემა, საქციელი, აირეთ ფანქარი, თიხა, საძერწი, იფიქრეთ, როგორია თქვენი პრობლემა და დაიწყეთ მისი გამოსახვა, შეეცადეთ მთელი ბრაზი, წყენა ჩადოთ ამ პროცესში, ყოველივე ამის შემდეგ თქვენი ტკივილი უკან დაიხევს, შემდეგ გადააგდეთ ნამუშევარი, დაწვით ან დაგლიჯეთ.
5.დასცინეთ თქვენს შიშს ან მტერს. დახატეთ თქვენი შიში ან მტერი, როგორც გსურთ და შეგიძლიათ, შემდეგ დასცინეთ, ხოლო გვერდით მიახატეთ კმაყოფილი თქვენი თავი. ამის შემდეგ თავს უფრო მსუბუქად იგრძძნობთ და ამ პრობლემას იუმორით შეხედავთ.
6. ათვალიერეთ ცნობილი ნახატები. უპირატესობა მიანიჭეთ იმპრესიონისტებს, ისეთ ნახატებს, რომლებშიც გამოყენებულია აქტიური ფერები. ნახატი დაათვალიერეთ აუჩქარებლად, რა გრძნობებს და აზრებს უწვევს თქვენში. იფიქრეთ ცუდზე და განდევნეთ იგი წარსულში, იფიქრეთ კარგზე და მისით შეავსეთ თქვენი მომავალი.
7.იყავით შემოქმედი და შექმენით საკუთარი ხელებით.

Комментариев нет:
Отправить комментарий