იმდენად რამდენადაც, ჩემი კვლევითი ვებ–პროექტი ეხება ხელოვნებით მკურნალობას და განიხილება, როგორც ხელოვნების ფსიქოლოგიის ერთ–ერთი მიმართულება, თემას ხელოვნების ფსიქოლოგიის შესახებ მოკლე მიმოხილვით ვიწყებ, შემდეგ ვსაუბრობ ზოგადად ფსიქიკურ აშლილობასა და თერაპიაზე, შემდეგ მკითხველს ვაცნობ თუ როგორ შეიძლება განვიკურნოთ თავი ჩვენივე შემოქმედებით, რას ნიშნავს ხელოვნებით მკურნალობის თანამედროვე მეთოდი– არტ–თერაპია, სად გვხვდება მისი საწყისები, როგორ განიხილავდა პითაგორა ხელოვნებას, როგორც მაკათარზისებელი ფუნქციის მქონეს, დღეს კი რა მიმართულებები გააჩნია ხელოვნებით მკურნალობის ამ სახეს, განვიხილავ ამ მიმართულებათაგან ოთხს: ხატვით, ფერებით, მუსიკითა და ზღაპრით თერაპიას, ამასთან ერთად განვიხილავ ზოგადად რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანზე და როგორ გამოიყენება მუსიკით თერაპია ბავშვებთან მიმართებით, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობის წარმართვა არტ_თერაპიაში. ვატარებ კვლევებს, რომელთა მიზანია გაარკვიოს რამდენად პოპულაულია ეს დიაგნოსტიკური სამკურნალო მეთოდი საქართველოში, რამდენად იცნობენ მას, და ბოლოს, ვასახელებ იმ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს საქართველოში, სადაც აქტიურად იყენებენ ხელოვნებით მკურნალობის მეთოდს. პროქტის ილუსტრაციისთვის ვიყენებს ფოტო და ვიდეო მასალებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий