ვიდეოფაილები

понедельник, 28 мая 2012 г.

ხელოვნებას აქვს კათარსის ფუნქცია...

   კათარსისის ცნება, რომელიც განწმენდას აღნიშნავს და ესთეტიკური განცდის არსს გამოხატავს, ძველი ბერძნული ფილოსოფიისა და ესთეტიკის მონაპოვარია. მოდით თვალი გადავავლოთ ლია ჭავჭავაძის სტატიას – ,,კათარსისის პითაგორასეული გაგების შესახებ''. სტატიის მიხედვით,  კათარსისის  ცნებას ძვ.წ.აღ–ის მე–6 – მე–5 საუკუნის ფილოსოფოსთან, პითაგორასთან მივყავართ. ჩვენთვის ცნობილია პითაგორას მოძღვრება სამყაროს სტრუქტურის შესახებ: სამყარო რიცხვთა ერთობლიობაა, სამყაროს სტრუქტურა რიცხვში ვლინდება, თვით ღმერთი გამოუთქმელი რიცხვია, რიცხვი ზღვრულისა და უსაზღვროს გარკვეულ სტრუქტურას წარმოადგენს, როგორც დაპირისპირებულთა კონფლიქტს, ანუ ზღვრული გონიერია, კეთილია, უსაზღვრო კი– უაზრო, უგონო, შურსა და სიძულვილს გულისხმობს, ამგვარად, სამყარო ჰარმონიულია, მასში სრულიად გარკვეული კანონზომიერებაა, რომელიც რიცხვთა კანონზომიერებას უდრის, პითაგორამ პირველმა უწოდა სამყაროს კოსმოსი–წესრიგი, ჰარმონია საგნის ან საგანთა სტრუქტურაა, რომელიც გულისხმობს ერთდროულად მკაფიო დაყოფასა და ერთიანობას, მთელი სამყარო რიცხვთა ერთობლიობა და ჰარმონიაა. პითაგორას აზრით, ესთეტიკურ მოვლენატა საფუძვლად სწორედ რიცხვით გაზომილი ობიექტური კანონზომიერება დევს. სრულყოფილება პითაგორას მიხედვით რიცხვში, ე.ი. ჭეშმარიტში, ჰარმონიულში, მშვენიერში მდგომარეობს. კროტონის რელიგიურ–ფილოსოფიური საძმოს, ფილოსოფიურ–სამეცნიერო სკოლის–ორდენისთვის უპირველესი ხსნის პრობლემა იყო, გავიხსენოთ მშინდელი  მოძღვრება რეიკარნაციის შესახებ: ადამიანის სული უკვდავია და სხეულის დაღუპვისთანავე სახლდება სხვა ცოცხალ არსებაში, რომელიც სწორად ამ დროს იბადება, წრებრუნვა–გადასახლება სულისა 300 წელს გრძელდება, ვიდრე იგი მოივლის მიწიერ, ზღვიურ და ფრთოსან არსებებს და ბოლოს კვლავ ადამიანის სხეულს უბრუნდება.კრიტონის საძმომ კი განახორციელა რეიკარნაციის ამ თეორიის რეფორმა, ანუ მათი აზრით, წერებრუნვის არსებობა ანუ სხვადასხვა სხეულში ჩასახლების აუცილებლობა სულის დასჯაა, ადამიანის სული სამი ნაწილისგან შედგება : ცნობიერება, ინტელექტი და ემოციები, ამთაგან სულის ინტელექტუალური ნაწილი უკვდავია, დანარჩენი კი მოკვდავი, წრებრუნვის მიზანი კი გათავისუფლება და ამგვარად ''სულთმბადთან'', ღმერთთან დაბრუნებაა.  ეს არის მოძღვრება სული უკვდავების შესახებ, რაც განაპირობებდა მკაცრ ასკეტიზმს, ცხოვრების განსაკუთრებულ რეჟიმს, სათნოების გამოჩენის აუცილებლობას ყველა სულიერი არების მიმართ, მათი თანაბარუფლებიანობის აღიარებიდან გამომდინარე. წრებრუნვისაგან გათავისუფლებას, პითაგორას მიხედვით, ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  სრულყოფილება, როგორც ვიცით, პითაგორას მიხედვით, რიცხვში, ე.ი, ჭეშმარითში, ჰარმონიულში და მშვენიერში მდგომარეობს, მხოლოდ ამგვარი სტრუქტურა აღად დაემორჩილება წრებრუნვას, რომლის აზრიც სწორედ სრულყოფილების აღდგენაშია, ამიტომ დესტრუქტურირებული სულის აღდგენა ''სულთმბადისკენ'' მიმართებას გულისხმობს, ამასთანავე იმ საშუალებათა გამოყენებას, რომლებითაც შეიძლება სულის გასრულყოფილების დაჩქარება, ხანგრძლივი, მტანჯველი წრებრუნვისაგან თავის ასარიდებლად, გასათავისუფლებლად, სულის ხსნისათვის.  კროტონის საძმოს ეტიკეტი, რომელიც პითაორულ ეთიკას ეყრდნობა, გულისხმობს კათარსის–უმაღლეს ეტიკურ მიზნებთან დაკავშირებულ განწმენდის აქტს, ცხოვრების წესის შეთანადებას კოსმოსის აღმოჩენილ პრინციპთან, ანუ წესრიგთან.  ეს კი ხელოვნების, კერძოდ მუსიკის საშუალებითაა შესაძლებელი. მუსიკა განწმენდდა სილს ეს იყო მედიცინა სულისა–სამყაროს ჰარმონიასთან ზიარება, მუსიკალურ–რიცხვითი სტრუქტურის შეცნობა. ეს ნიშნავდა სხეულებრივი ჭუჭყისგან, იწმინდურობისგან სულის გათავისუფლებას, განწმენდას,. ამასთან, მიწიერი, მუსიკალური ინსტრუმენტები ციურის ამსახველად იყო მიჩნეული, ხოლო მატზე დაკვრა და მუსიკის მოსმენა კი– კოსმოსის, სამყაროს ჰარმონიასთან ზიარებად, რაც დარღვეულიჰარმონიის აღდგენის გარკვეულ გარანტიას წარმოადგენდა. ხელოვნების ინსტურმენტტა ზეციურის, ღვთაებრივის ასახვად მიჩნევა ცხადს ხდის თვით ხელოვნებისა და ხელოვანის კავშირს ზეციერტან, ამიტომაც სწორედ ხელოვნებით ხდება ხდება კათარსისი, – უმაღლესი ეთიკური მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი აქტი, ანუ ''სულთმბადთან'' შერწყმა. ყოველდღიურობაში განსაკუთრებული კულტურის რეჟიმში ცხოვრებით არის შესაძლებებლი ადამიანის ულიერი ჰარმონიიის აღდგენა–განმტკიცება, მზაობის შექმნა ზეციური ჰარმონიის მისაღწევად. მუსიკა, პითაგორას აზრით, არა მხოლოდ კარგ განწყობას უქმნის ადამიანს, არამედ, განკურნების საშუალებასსაც წარმოადგენს. თვით ტერმინი კატარსისიც მედიცინიდანაა ნასესხები.  პითაგორა თვლიდა, რომ მუსიკა მრავალ რამეს უწყობს ხელს ჯანმრთელობის თვალსაზრისით.არიან ესა თუ ის მელოდიები, შექმნილნი სულის ვნებატა წინააღმდეგ, წუხილისა და შინაგანი წყლულების წინააღმდეგ, რომელთაც იგი, როგორც ჩანს უფროო მარგებლად თვლიდა, როგორც შველისუნარიანთ. სხვები კარგი საშუალებებია გაანჩხლების, რისხვის საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი სულიერი ცვლილების საწინააღმდეგოდ,  გადმოცემით, პითაგორა და პითაგორელები ცნობილნი იყვნენ როორც დიდი მკურნალნი. პითაგორა ლირაზე დაკვრიტა და სიმღერებით კურნავდა ადამიანებს ფიზიკურ და სულირ დაავადებატაგან.  ამრიგად კათარსისი წარმოდგება,1. როგორც ანტიეთიკურისაგან სულის განმწმენდი და ღვთაებასთან ერთიანობის საშუალება, 2. ესტეტიკური ეფექტი, როგორც განმსაზღვრელი თერაპიული ეფექტისა. ორივე შემთხვევაში მომძლავრებულია ანტიეთიკურობა:უგონობა, უაზრობა, სიძულვილი და სიცრუე. საგნის მშვენირების და ჰარმონიის აღდგენის საფუძველია ზღვრულისა და უსაზღვროს სინთეზში ზღვრულის წამყვანი ხასიათი, ანუ სიკეთის და გონიერების მომძლავრება, სულის განწმენდა–კათარსისი და დაბრუნება სულთმბადთან შესარწყმელად უსაზრისო, ურიცხვო მდგომარეობის გადალახვას ნიშნავს.  ამგვარად, კათარსისი უმნიშვნელოვანესი ინსტურმენტია , რომლის ფუნქცია მდგომარეობს ეთიკური მოდელის–სიყავრულის აღდგენაში.კათარსისი სულის მედიცინაა, რომელიც ღირებულებითი ორიენტაციის შეცვლას ემყარება, იგი ესტეტიკური და თერაპიული ეფექტის განმაპირობებელია.
         ამგვარად, ლია ჭავჭავაძის მსჯელობაზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ პითაგორას მოძღვრება კათარსისის შესახებ დღესაც ეხმაურება თანამედროვეობის გლობალურ პრობლემატიკას,  არტ–ტერაპიაც სწორედ განწმენდას, ხელოვენბით მკურნალობას, განმუხტვასა და დადებითი განწყობის გაძლიერებას ემსახურება, შეიძლება ითქვას რომ მისი წინამორბედი ზემოთ განხილული პითაგორასეული მუსიკით მკურნალობის მეთოდია. 

Комментариев нет:

Отправить комментарий