ვიდეოფაილები

четверг, 31 мая 2012 г.

მუსიკის ძალა და გავლენა, მუსიკით თერაპია

    როგორც წინა პოსტებში აღვნიშნე, მუსიკით მკურნალობის ფუძემდებლად ითვლება პითაგორა, რომელიც ავადმყოფებს ქნარზე(ლირაზე) შესრულებული მუსიკით მკურნალობდა. არტ–თერაპიის ერთ–ერთი მეთოდი სწორედ მუსიკით თერაპიაა. კვლევებით დასტურდება, რომ მელოდიით გამოწვეული სასიამოვნო ემოციები აძლიერებს თავის ტვინის ქერქის აქტიურობას, აუმჯობებესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს სუნთქვას და სისხლის მიმოქცევას. მუსიკის ქვეშ ეწყობა ორგანიზმის რიტმი, რომლის დროსაც ფიზიოლოგიური რეაქციები ხდება ეფექტური. ამის შედეგად უმჯობესდება განწყობა,  შრომისუნარიანობა, იკლებს ტკივილის მგრძნობელობა, აღდგება ნორმალური გულისცემა, სუნთქვა. მუსიკას რომ ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე, უკვე უდავო ფაქტია, არის ისეთი მუსიკა, რომელიც მხოლოდ სიამოვნებას იწვევს ჩვენში, მიზნად ისახავს გრძნობათა აშლას ჩვენში, ადამიანი გადაჰყავს სიხარულის, კმაყოფილების, სიამოვნების და ტკბობის მდგომარეობაში, თუმცა  იარის შემთხვევები, როდესაც მუსიკის გავლენით უარყოფითი ემოციები ძლიერდება, აი მაგალითად, ვუდი ალენი ამბობს: ,,ვაგნერს რომ ვუსმენ, პოლონეთის დაპყრობა მინდებაო''...  მუსიკა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებსა და მცენარეებზეც კი. მცენარეები და ცხოველები უპირატესობას ჰარმონიულ მუსიკას ანიჭებენ. დელფინებს სიამოვნებთ კლასიკურ მუსიკა, განსაკუთრებით ბახი... ხოლო ზვიგენები ექსპერიმენტის დროს, როგორც კი გაიგებდნენ კლასიუკურ მუსიკას, გროცდებოდნენ მთელი ოკეანის სანაპიროზე.მცენარეები და ყავილები კლასიკური მუსიკის ქვეშ სწრაფად შლიან თავიანთ  ფურცლებს. თუ ჩამოვთვლით კომპოზიტორებს, რომელთა მუსიკაც კეთილად მოქმედებს ადამიანის გუნება–განწყობილებაზე, მაშინ სიაში პირველი აღმოჩნდება მოცარტი, იყო აღმოჩენილი, რომ მოცარტის მუსიკა აუბჯობესებს ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს მათემატიკაში, ასევე აჩქარებს ბავშვის თავის ტვინის გნვითარებას. თერაპიული ზემოქმედება აქვს აგრეთვე ბახის, ვივალდის, ბეთხოვენის, შუბერტის მელოდიებს. ამიტომაც იყენებენ მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვის, გიოარსი ამბობს :,,ჰარმონიულ მუსიკას აქვს ძლა და თვისება, თავისი ფრტებით ზე აიტაცოს და ზეცას აზიაროს დამძიმებული სული''.
     
      

Комментариев нет:

Отправить комментарий