მუსიკალური თერაპია ეფუძნება ფილოსოფიას, რომ ყველა ადამიანი იბადება განუყოფელი მუსიკალური უნარით. იმის შესწავლით, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ პროცესებზე, პროფესიონალები თანხმდებიან, რომ მუსიკა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.შემჩნეულია, რომ მუსიკა სტიმულირების, მოტივირებისა და შთაგონების საუკეთესო საშუალებაა ბავშვებში. მუსიკა ეს არის გზა ბავშვის გულისაკენ, იგი ამთლიანებს ბავშვს და აძლევს თავისუფლებას იყოს ის ვინც სინამდვილეში არის. იგი გასაღებია ბავშვის ”მე”-საკენ და ამავდროულად ხელს უწყობს მის განვითარებას ყველა დონეზე.ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც განასხვავებს მუსიკას სხვა თერაპიული მიდგომებისაგან არის ნევროლოგიური და ფიზიოლოგიური ფენომენი, რომელსაც ადგილი აქვს მუსიკასთან შეხებისას. ადამიანის ტვინს აქტიურობის მრავალი სხვადასხვა ცენტრი გააჩნია. ერთი სფერო პასუხს აგებს ენის ინტერპრეტირებაზე; მეორე სფერო ამუშავებს ემოციებს, მესამე მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი, კიდევ ერთი სფეროს ფუნქცია კი მოტორიკაა. როდესაც ბავშვი ჩართულია მუსიკალურ საქმიანობაში, განურჩევლად იმისა ეს ცეკვაა თუ ინსტრუმენტზე დაკვრა, ეს ერთადერთი საქმიანობაა, რომლის დროსაც ტვინის ყველა სფერო აქტიურია. ეს ერთი-ერთი ასპექტია, რომელსაც მუსიკალური თერაპევტები გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ მუსიკა მთლიან ბავშვთან მუშაობს, რადგანაც იგი მართლაც ასე მოქმედებს.
როდესაც შეხება გვაქვს ბავშვის ზრდად ტვინთან, მუსიკალური გამოცდილება განუზომლად ღირებულია განვითარების სპეციფიური სფეროების მხარდაჭერისთვის. მაგალითად, თუ ბავშვს აქვს აუტიზმის დიაგნოზი და ასევე აღენიშნება მეტყველების განვითარების შეფერხება, მუსიკალური თერაპია ხელს უწყობს მის მეტყველების განვითარებას სიმღერაში მოცემული სიტყვების საშუალებით, რასაც ეხმარება რითმი და მელოდია. იგი ასევე ირიბად ეხება მას ნევროლოგიური კავშირების სტიმულირებით. მუსიკა იყენებს ბავშვის ძლიერ მხარეებს და ეხმარება მის ზრდად მხარეებს. ამ ასპექტის გამო მუსიკა ბავშვს საშუალებას აძლევს იყოს წარმატებული და გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.
ჯერ კიდევ 1944 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი მუსიკალური თერაპიის პროგრამა დააარსეს - მას შემდეგ 60 წელიწადი გავიდა და მუსიკალური თერაპია სოლიდურ მეცნიერებად იქცა.
იგი ორი მიმართულებისგან შედგება: მუსიკის მოსმენა და მისი შექმნა. მუსიკალურ თერაპიას სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების მქონე ყველა ადამიანის დახმარება შეუძლია - დაწყებული ბავშვებით და დამთავრებული მოხუცებული ადამიანებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ჯანმრთელია, მუსიკა სულიერი წონასწორობის აღდგენაში ეხმარება და დიდი ხნით დადებითი ენერგიით ”დამუხტვას” უწყობს ხელს. მსგავსი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება სკოლაში, საავადმყოფოში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და საბავშვო ბაღებში.
ზოგიერთი განსაკუთრებული საჭირობებები, რომლებსაც ეხმარება მუსიკალური თერაპია: აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი, აპრაქსია, დაუნის სინდრომი, ტვინის ტრავმული დაზიანება, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი, სიმსივნე, ცერებრალური დამბლა, ვილიამის სინდრომი, ფიზიკური და ემოციური ტრამვა, განვითარების სხვა შეფერხებები.